ეს მოხსენება გიოტინგენის უნივერსიტეტში 2021 წელს, პანდემიის მიმდინარეობისას, ეპიდემიის მათემატიკური მოდელირების ონლაინ სემინარზე წავიკითხე. ჯერ განვიხილეთ ბეისური სტატისტიკისა და ბეისური დასკვნების მეთოდი, შემდეგ კი სტატიას Inferring change points in the spread of COVID-19 reveals the effectiveness of interventions ავტორებით Jonas Dehning, Johannes Zierenberg, F. Paul Spitzner, Michael Wibral, Joao Pinheiro Neto, Michael Wilczek, and Viola Priesemann (Science 369 (2020), no. 6500) მივყევით.
ეს მოხსენება ჩემს მათემატიკურ საკვლევ სფეროებს პირდაპირ არ ეხებოდა; თუმცა საგანი რელევანტურად და საინტერესოდ მიმაჩნია, ამიტომ გადავწყვიტე აქ გამოვარჩიო. ჩემი აზით, მოხსენებაში განხილული მასალა, ტექნიკური საგნების ბაკალავრებისთვის იოლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი.