გიორგი ნადარეიშვილი

გიორგი ნადარეიშვილი

მათემატიკის პროფესორი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ვარ მათამტიკოსი და კომპიუტერული მეცნიერებების ლექტორი. კვლევის კუთხით ძირითადად არაკომუტაციური ტოპოლოგია მაინტერესებს; უფრო კონკრეტულად, ვცდილობ გამოვიკვლიო თუ რამდენად და როგორ არის შესაძლებელი კატეგორიათა თეორია გამოვიყენოთ ოპერატორთა ალგებრებისა და მათი K-თეორიის შესასწავლად.

ამ მომენტისთვის ვმუშაობ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, როგორც მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის ასისტენტ პროფესორი. ასევე, ვარ მათემატიკის მკვლევარი ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში და ექსპერტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულ ცენტრში.

სადოქტორო ხარისხი, პროფესორი რალფ მეიერის ხელმძღვანელობით, 2015 წელს გერმანიაში, გიოტინგენის უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტში დავიცავი. მაგისტრატურა დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი პროფესორი ალექს პაჭკორია იყო.

ინტერესები
  • არაკომუტაციური ტოპოლოგია
  • ოპერატორთა ალგებრები
  • KK-თეორია
  • ტრიანგულირებადი კატეგორიები
  • თეორიული კომპიუტერული მეცნიერება
განათლება
  • მათემატიკის დოქტორი, 2015

    გიოტინგენის უნივერსიტეტი, გერმანია

  • მათემატიკის მაგისტრი, 2011

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

  • მათემატიკის ბაკალავრი, 2009

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

ახალი პუბლიკაციები

(2025). The Probability Spaces of QuickSort. პრეპრინტი იხილეთ arXiv-ზე.

ციტირება arXiv-ის ბმული

(2025). A universal coefficient theorem for actions of finite groups on $C^*$-algebras. გამოსაქვეყნებლად მიღებულია მათემატიკური მეცნიერებების ჟურნალში, ტოკიოს უნივერსიტეტი. პრეპრინტი იხილეთ arXiv-ზე.

ციტირება arXiv-ის ბმული

(2024). Relative homological algebra for bivariant $K$-theory. Springer Proceedings in Mathematics & Statistics, vol 450. Springer, Cham..

ციტირება DOI

(2023). Approximations of Kasparov Categories of $C^∗$-Algebras. Proceedings of Algebra, Topology and Analysis: C* and A infinity Algebras 2021.

ციტირება PDF თსუ გამომც.

(2019). Localizing subcategories in the bootstrap category of filtered $C^*$-algebras. J. Noncommut. Geom..

ციტირება DOI

ახალი და გამორჩეული მოხსენებები

სწავლება

დაკავშირება